суббота, 22 ноября 2008 г.

ატომი

ატომი არის ნივთიერების უმცირესი, ქიმიურად განუყოფელი, ელექტრონეიტრალური ნაწილაკი. ქიმიურად განუყოფელი ნიშნავს , რომ ქიმიური რეაქციების დროს ატომები არ იცვლება , იცვლება მხოლოდ მოლეკულები. სიტყვა ატომი ბერძნულია და განუყოფელს ნიშნავს. ის ჩვ. წ. აღ. ბერძენმა ფილოსოფოსმა დემოკრიტემ უწოდა ნივთიერების უმცირეს ნაწილაკს.ამ ნაწილაკების არსებობით ხსნიდა ის ბევრ მოვლენას, მათ შორის სუნის გავრცელებასაც. ატომი შედგება დადებითად დამუხტული ატომბირთვისგან, რომლის გარშემო მოძრაობს უარყოფითად დამუხთული ელექტრონები. ატომის ასეთ მოდელს ეწოდება ატომის პლანეტარული მოდელი, რადგან როგორც მზის გარშემო მოძრაობენ პლანეტები ასევე ელექრონები ბირთვის გარშემო მოძრაობენ. ატომის პლანეტარულ მოდელამდე არსებობდა ჯ. ტომსონის "კექსისებური" მოდელიც, ამ მოდელის თანახმად დადებითი პროტონები ატომში განაწილებული არის ისევე როგორც კექსში ქიშმიშები. ატომის ამ მოდელმა ვერ გაამართლა , რადგან ვერ იხსნებოდა ბევრი მოვლენა.რეზერფორდის მიერ ჩატარებულმა ცდებმა ეჭვქვეშ დააყენა ტომსონის მოდელი. ატომის ბირთვი შედგება დადებითად დამუხტული პროტონებისა P და ნეიტრალური ნეიტრონებისგან n , მათ ნუკლონები ეწოდება.

Комментариев нет: